თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სამხედრო გადატრიალების მცდელობის გამოძიების ფარგლებში, 2 000 სამართალდამცველი და ქვეყნის შეიარაღებული ძალების ასობით წარმომადგენელი თანამდებობას დატოვებს.
ხელისუფლების გადაწყვეტილებით, თურქეთში ასევე დაიხურება კავშირგაბმულობის სამინისტრო, მედიასაშუალებების სადამკვირვებლო ორგანოდან, „საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კავშირგაბმულობის სამმართველოდან“ კი 196 თანამშრომელს დაითხოვენ.
გარდა ამისა, თურქეთის პრეზიდენტს მიენიჭა უფლებამოსილება შეირაღებული ძალების მეთაური დამოუკიდებლად დანიშნოს.
სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთში ათი ათასობით ადამიანი დააკავეს ან სამსახურიდან გაათავისუფლეს.