გერმანიაში არალეგალი მიგრანტების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა

გერმანიაში არალეგალი მიგრანტების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა

გერმანიაში არალეგალი მიგრანტების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. ამის შესახებ გამოცემა „დოიჩე ველე“ ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება. 
კერძოდ, მიმდინარე წლის პირველი 6 თვის განმავლობაში გერმანიის ფედერალურმა პოლიციამ 12 710 მსგავსი ფაქტი დააფიქსირა, მაშინ როცა 2015 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 128 655-ს შეადგენდა.

არალეგალი მიგრანტები მეტწილად სირიის, ერაყისა და ავღანეთის მოქალაქეები არიან.

ექსპერტები გერმანიაში მათი რაოდენობის შემცირებას იმ შეთანხმებას უკავშირებენ, რომელიც ევროკავშირსა და თურქეთს შორის რამდენიმე თვის წინ გაფორმდა.