ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის, სებასტიან კურცის განცხადებით, ევროკავშირს არ სჭირდება თურქეთი მიგრანტთა ნაკადების შეკავებაში დასახმარებლად.
როგორც euroline.ge წერს, კურცის განცხადებით, ევროკავშირი არ უნდა დაჰყვეს თურქეთის ზეწოლას და მის მიმართ უვიზო რეჟიმი არ უნდა დააწესოს.
“ჩვენ არ გვჭირდება თურქეთი და არ უნდა დავყვეთ მის შანტაჟს მიგრანტების თაობაზე შეთანხმების ანულირებით მიიღოს უვიზო მიმოსვლა. ევროკავშირს არ სჭირდება გეგმა „ბ“, ჩვენ გვჭირდება კარგი გეგმა „ა“, ჩვენ გვჭირდება ძლიერი ევროკავშირი, რომელსაც ძალუძს საკუთარი საზღვრებისა და მოქალაქეების დაცვა”, განაცხადა კურცმა გერმანულ გამოცემასთან ინტერვიუში.