”ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა პარტიის ცენტრალურ ოფისში შეხვედრა გამართეს.
პარტიის მიერ საქართველოს მასშტაბით წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატები ”ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს კახა კალაძეს შეხვდნენ.
”შეხვედრა ეხებოდა ორგანიზაციულ და კოორდინაცის საკითხებს. ჩვენ საარჩევნო მარათონში ძალიან აქტიურ ფაზაში გადავდივართ. საბედნიეროდ, პოზიციები არის ძალიან ძლიერი. უკეთესი კოორდინაციისთვის და მოსახელობასთან შეხვედრების გააქტიურებისთვის კონკრეტული გეგმები განვიხილეთ”, - განაცხადა ”ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა მარიამ ჯაშმა.
თავის მხრივ, ასევე პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნინო გოგუაძემ აღნიშნა, რომ შეხვედრა წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხებოდა. მისივე თქმით, მაჟორიტარობის კანდიდატები ხვალიდან აქტიურ საარჩევნო კამპანიას იწყებენ.
ინფორმაციას ტელეკომპანია ”იმედი” ავრცელებს.