ლევან ბერძენიშვილი - ასემც უქნიათ, ლადო ბედუკაძემ, ვალერი კვარაცხელიამ და ვლადიმერ პუტინმა არჩევნებში ერთად მიიღონ მონაწილეობა

ლევან ბერძენიშვილი - ასემც უქნიათ, ლადო ბედუკაძემ, ვალერი კვარაცხელიამ და ვლადიმერ პუტინმა არჩევნებში ერთად მიიღონ მონაწილეობა

ასემც უქნიათ, ლადო ბედუკაძემ, ვალერი კვარაცხელიამ და ვლადიმერ პუტინმა არჩევნებში ერთად მიიღონ მონაწილეობა - ქართველი ხალხი მათ სანაგვეზე მოისვრის, სადაც მათი ადგილია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ”რესპუბლიკელმა” ლევან ბერძენიშვილმა განუცხადა. 

”მარტო საქართველოში შეიძლება იყოს ისეთი კომიკური ფენომენი, როგორიც არის ვალერი კვარაცხელია. ეს კაცი არის ისეთი ფორმულა, რომელსაც თუკი ვინმე მხარდამჭერი ჰყავს, ყველა არის მძიმე სოციალურ და ფსიქოლიგიურ მდგომარეობაში. ასე რომ, მხარი არ დაუჭიროთ, რადგან ვინც მხარს დაუჭერთ, ეჭვი გვექნება, რომ ცოტა ვერა ხართ”, - აცხადებს ბერძენიშვილი. 

ვალერი კვარაცხელიას პარტიისა და ”ცენტრისტების” გააქტიურების კონტექსტში ბერძენიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აკრიტიკებს. 
”პარტია, რომელიც ბედავს და საქართველოს კონსტიტუციას ასე უხეშად არღვევს, დაუყვონებლივ უნდა გაუქმდეს. ვიცით ვინ არის ამ ყველაფერში პირველი და მთავარი დამნაშავე - ამ ქვეყანაში არსებობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, არსებობს ჩემი და თამარ კორძაიას მეცადინეობით ძვლივს შექმნილი და დამტკიცებული საბჭო, რომელსაც უნდა ემსჯელა, რომ ეს პარტია არღვევდა სიმბოლიკის და თავისუფლების ქარტიას”, - აცხადებს ბერძენიშვილი.