დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის მიზნით ირანი მზად არის რუსეთს საკუთარი სამხედრო ობიექტების და ქვეყნის სამხედრო-სამრეწველო პოტენციალის გამოყენების უფლება მისცეს.
როგორც „ბიბისი“ იტყობინება, ამის შესახებ ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ალი შამჰანიმ განაცხადა.
მისი თქმით, ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში ირანსა და რუსეთს სტრატეგიული სახის თანამშრომლობა აკავშირებთ.
დღეს ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა ირანში მდებარე ჰამადანის ავიაბაზაზე ბომბდამშენები Ту-22М3 და Су-34 განალაგა.
როგორც მედია აღნიშნავს, ირანის ტერიტორიაზე ავიაციის განლაგება საშუალებას მისცემს რუსეთს, სირიაში ფრენების ხანგრძლივობა 60%-ით შეამციროს.