მერაბ მეტრეველი - მაჟორიტარობის კანდიდატების სიაში მორაგბეები კიდევ გასაგებია, ისინი ხალხს უყვარს, მაგრამ ფეხბურთელებს იმედგაცრუების მეტი არაფერი მოუტანიათ

მერაბ მეტრეველი - მაჟორიტარობის კანდიდატების სიაში მორაგბეები კიდევ გასაგებია, ისინი ხალხს უყვარს, მაგრამ ფეხბურთელებს იმედგაცრუების მეტი არაფერი მოუტანიათ

”ქართულ ოცნებას”, როგორც ჩანს, სერიოზული საკადრო კრიზისი აქვს და ამ დანაკლისის შევსებას ე.წ. ცნობადი სახეებით ცდილობს, - ამის შესახებ მოძრაობის ”სახელმწიფო ხალხისათვის” ერთ-ერთმა ლიდერმა მერაბ მეტრეველმა, ”ქართული ოცნების” თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატებთან დაკავშირებით განაცხადა. 

მისი თქმით, გაუგებარია რა პრინციპით მოხვდნენ ფეხბურთელები ”ქართული ოცნების” სიაში, რადგან ხალხისთვის მათ იმედგაცრუების მეტი არაფერი მოუტანიათ. 

”ქართულ ოცნებას”, როგორც ჩანს, სეროზული საკადრო კრიზისი აქვს და ამ დანკლისის შევსებას ე.წ. ცნობადი სახეებეით ცდილობს, მაგრამ ამ სიაში ფეხბურთელები რა პრინციპით მოხვდნენ ვერ გეტყვით. მორაგბეები კიდევ გასაგებია, ისინი ხალხს უყვარს მაინც. ფეხბურთელებს კი ქართველი ხალხისთვის იმედგაცრუების მეტი არაფერი მოუტანიათ, თან ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რა პირობებში გახდა ლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. ეს იყო ”ქართული ოცნების” მმართველობის დროს ჩატრებული ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო არჩევნები, სადაც თავის კანდიდატს ”ქართულმა ოცნებამ” შსს-ს დამხარებით გაამარჯვებინა. გახსოვთ ერთი დელეგატი, რომელიც მის კონკურენტს აძლევდა ხმას დაიჭირეს და მანამ არ გამოუშვეს, ვიდრე გარანტიები არ მიიღეს. ეს ყველაფერი დაახლოებით ისეთივე სამარცხვინო იყო , როგორც ”ნაციონალური მოძრაობის” დროს არჩეულ კანდიდატს გიორგი ნემსაძეს ერთ საათში რომ აიძულეს გადადგომა. „ოცნება“ რომ ”ნაციონალების” გზას ადგებოდა და ძალოვან სტურქტურებს პოლიტიკური მიზნით გამოიყენებდა, უკვე ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებზე გამოჩნდა. იმედია, ახლა კობიაშვილს და სხვებს რომ გაამარჯვებინონ, ამისთვის მათ კონკურენტებს არ დაიჭერენ”, - განაცხადა მერაბ მეტრეველმა.