ირანში დისლოცირებულმა რუსულმა საბრძოლო ავიაციამ სირიის ტერიტორია დაბომბა

ირანში დისლოცირებულმა რუსულმა საბრძოლო ავიაციამ სირიის ტერიტორია დაბომბა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ირანში მდებარე ჰამადანის ავიაბაზაზე ბომბდამშენები Ту-22М3 და Су-34 განალაგა. 
როგორც უწყებაში განაცხადეს, დღეს აღნიშნულმა ბომბდამშენებმა სირიის ტერიტორიაზე პირველი ავიადარტყმები მიიტანეს. 
თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ავიაციის სამიზნე დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოსა“ და „ჯაბჰათ ან-ნუსრას“ პოზიციები იყო პროვინცია ალეპოში, დეირ აზ-ზორსა და იდლიბში. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური განცხადებით, ავიადარტყმების მიტანის შემდეგ ბომბდამშენები ჰამადანის ბაზაზე დაბრუნდნენ.
როგორც მედია აღნიშნავს, ირანის ტერიტორიაზე ავიაციის განლაგება საშუალებას მისცემს რუსეთს, სირიაში ფრენების ხანგრძლივობა 60%-ით შეამციროს.