ლადო ბედუკაძის განცხადებით, სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს

ლადო ბედუკაძის განცხადებით, სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს

პარტია „ცენტრისტების“ ერთ-ერთი ლიდერის, ლადო ბედუკაძის განცხადებით, სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს. ამის შესახებ ბედუკაძემ ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა. როგორც მან განმარტა, მთავარი პროკურატურის მიერ დანიშნული დაცვით გუშინდელი დღიდან აღარ სარგებლობს. 
ბედუკაძის შეფასებით, მოწმეთა დაცვის პროგრამის ფარგლებში დანიშნული დაცვის მოხსნა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელიც ბოლო პერიოდში მისი პარტიის საარჩევნო რეკლამასთან დაკავშირებულ მოვლენებს უკავშირდება.

ვლადიმერ ბედუკაძეს სახელმწიფო დაცვა 3 წლის წინ, მას შემდეგ დაენიშნა, რაც მასთან, მაშინდელი საქართველოს მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის გადაწყვეტილებით, განსაკუთრებული თანამშრომლობისთვის საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. ციხის წამების კადრების ავტორი მოწმეთა დაცვის პროგრამაში ჩასვეს და სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს.