ქალი, რომელიც გარდაცვალებიდან ერთ თვეში ტყუპების დედა გახდა

ქალი, რომელიც გარდაცვალებიდან ერთ თვეში ტყუპების დედა გახდა

 

ამერიკის, ერთ-ერთ კლინიკაში, ცოტა ხნის წინ,  ქვეყნიერებას ტყუპები მოევლინნენ. ერთი შეხედვით ამაში უცნაური არც არაფერია, თუ არ ვიტყვით იმას, რომ ახალშობილებს დედა დაბადებამდე დაეღუპათ. აშშ-ს ექიმები გარდაცვლილი ორსული ქალის სიცოცხლეს ერთი თვის განმავლობაში ხელოვნურად ახანგრძლივებდნენ.

მიჩიგანის შტატის მცხოვრები 26  წლის ქრისტინა ბოლდენი 1 მარტს კომაში ჩავარდა,  ამ დროს იგი 20 კვირის ორსული იყო.5 დღის შემდეგ ქალის ტვინმა ფუნქციონირება სრულად შეწყვიტა. ის თავის ტვინის ანევრიზმით გარდაიცვალა, თუმცა ექიმებმა ქალის სხეული აპარატთან შეერთებული დატოვეს და ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ  ტყუპების ბუნებრივი განვითარება გაგრძელებულიყო.  ერთი თვის შემდეგ, დედისთვის საკეისრო კვეთის გაკეთება გარდაუვალი გახდა. ბავშვები 5 აპრილს, ორსულობის 25-ე კვირაზე გაჩნდნენ. როგორც ექიმები ამტკიცებენ, ახალშობილების დაბალი წონის მიუხედავად ისინი სრულიად ჯანმრთელი და სიცოცხლისუნარიანები არიან. ისინი კიდევ რამდენიმე კვირა ინკუბატორში დარჩებიან, შემდეგ კი, ტყუპებს  ექიმები ჩვეულებრივ, საავადმყოფოდან გაწერს.