აშშ-ის კალიფორნიის შტატის ორ საგრაფოში საგანგებო ვითარება გამოცხადდა. მიზეზი ტყის მასივში გაჩენილი ხანძარია, რომელმაც ამ დროისთვის თითქმის 200 სახლი გაანადგურა.
საგანგებო ვითარება გამოცხადებულია ლეიქისა და სან ლუის ობისპოს საგრაფოებში, სადაც ხანძრის შედეგად ორმა ადამიანმა დამწვრობა მიიღო.
როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, ხანძრის გავრცელებას გვალვა, მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი უწყობს ხელს.