აშშ-მ არაბთა გაერთიანებულ საემიროს გუანტანამოს ციხის 15 პატიმარი გადასცა

აშშ-მ არაბთა გაერთიანებულ საემიროს გუანტანამოს ციხის 15 პატიმარი გადასცა

აშშ-მ არაბთა გაერთიანებულ საემიროს გუანტანამოს ციხის 15 პატიმარი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. 
საუბარია იემენის 12 მოქალაქესა და სამ ავღანელზე.
როგორც დასავლური პრესა აღნიშნავს, მიმდინარე წლის თებერვალში აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ მხარი დაუჭირა პენტაგონის გეგმას გუანტანამოს ციხის დახურვის შესახებ.
ამჟამად ციხეში, რომელიც 2002 წლიდან მოქმედებს, 61 პატიმარი იმყოფება.