სირიის ქალაქი მანბიჯი და ახლომდებარე ტერიტორიები „ისლამური სახელმწიფოსგან“ სრულად გათავისუფლდა

სირიის ქალაქი მანბიჯი და ახლომდებარე ტერიტორიები „ისლამური სახელმწიფოსგან“ სრულად გათავისუფლდა

სირიის ქალაქი მანბიჯი და მის ახლომდებარე დასახლებული ტერიტორიები „ისლამური სახელმწიფოსგან“ სრულად გათავისუფლდა, - ამის შესახებ სირიის სამხედრო საბჭოს ლიდერმა, ადნან აბუ ამჯადმა განაცხადა. 
მან ქალაქიდან გაქცეულ მოსახლეობას საკუთარ სახლებში დაბრუნებისკენ მოუწოდა. 
შეგახსენებთ , რომ სირიისა და თურქეთის საზღვარზე მდებარე ქალაქზე ISIS -იმ კონტროლი ორი წლის წინ დაამყარა, ქალაქის გათავისუფლების ოპერაცია 73 დღე გრძელდებოდა.