ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს შორის საზოგადოების სხვადასხვა სფეროს ცნობილი წარმომადგენლებიც არიან.
უფრო კონკრეტულად, „ოცნების“ რიგებს შეუერთდნენ ფეხბურთელები ლევან კობიაშვილი, მიხეილ ყაველაშვილი, მსახიობი ზაზა პაპუაშვილი და მუსიკოსი ზაზა ხუციშვილი. ისინი დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობისთვის იბრძოლებენ.
გარდა ამისა, „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა და ასევე მაჟორიტარად იყრის კენჭს პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ლევან გოგიჩაიშვილი.
პარტია „ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ცოტა ხნის წინ წარადგინა. კანდიდატები მთაწმინდის პარკში გამართულ ღონისძიებაზე თავად პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაასახელა.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატები არიან: 1. გლდანში, მე-20 ოლქში, კობა კობალაძე. 2. გლდანში, 21-ე ოლქში, - ლევან კობიაშვილი. 3. გლდანში, 22-ე ოლქში - ლევან კობერიძე. 4. დიდუბეში, მე-15 ოლქში - ზაზა პაპუაშვილი. 5. დიდუბეში, მე-16 ოლქში - ილია წულაია. 6. ვაკეში, მე-2 ოლქში - ბიძინა გეგიძე. 7. ვაკეში, მე-3 ოლქში - ზაზა ხუციშვილი. 8. ისანში, მე-8 ოლქში - ირაკლი აბუსერიძე. 9. ისანში, მე-9 ოლქში - დავით ჭიჭინაძე. 10. ისანში, მე-10 ოლქში - ბექა ნაცვლიშვილი. 11. კრწანისში, მე-7 ოლქში - ბექა ოდიშარია. 12. მთაწმინდაზე, 1-ელ ოლქში პარტია მხარს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს. 13. ნაძალადევში, მე-17 ოლქში „ქართული ოცნებიდან“ კენჭს სოფო კილაძე იყრის. 14. ნაძალადევში, მე-18 ოლქში - მიხეილ ყაველაშვილი. 15. ნაძალადევში, მე-19 ოლქში - ზაზა გაბუნია. 16. საბურთალოზე, მე-4 ოლქში - მამუკა მდინარაძე. 17. საბურთალოზე, მე-5 ოლქში - ნინო გოგუაძე. 18. საბურთალოზე, მე-6 ოლქში - ლევან გოგიჩაიშვილი. 19. სამგორში, მე-11 ოლქში - გიორგი მოსიძე. 20. სამგორში, მე-12 ოლქში - მარიამ ჯაში. 21. სამგორში, მე-13 ოლქში - შოთა ხაბარელი. 22. ჩუღურეთში, მე-14 ოლქში კი გია ვოლსკი.