"ქართული ოცნება" მთაწმინდის ოლქში სალომე ზურაბიშვილს უჭერს მხარს

"ქართული ოცნება" მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს არ აყენებს და სალომე ზურაბიშვილს უჭერს მხარს. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, სალომე ზურაბიშვილის ყოფნა პარლამენტში მნიშვნელოვანია, შესაბამისად, "ქართულმა ოცნებამ" მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ერთადერთი ასეთი პრეცედენტია.
სალომე ზურაბიშვილი მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს.