ფაქტია, ბედუკაძეს პოლიტიკური ქულები მოემატა, მინიმუმი რაოდენობით მაგრამ მაინც, - ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი პარტია ”ცენტრისტების” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.
როგორც ხუხაშვილმა ”ინტერპრესნიუსთან ” საუბრისას განაცხადა, ლადო ბედუკაძის ფიგურის და მისი პოლიტიკური გუნდის მიმართ გაკეთებულმა განცხადებებმა, უკუშედეგი აჩვენა.
ექსპერტის მოსაზრებით, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია პოლიტიკური სუბიექტების ერთობლივი მოქმედება, ვიდრე ცელკეული განცხადებებისა და სარჩელების მომზადება.
მისივე თქმით არის საშიშროება, რომ საარჩევნო პროცესი კრიზისში შევიდეს.
”თითქოს მიმდინარე პროცესებში იგრძნობა პარტიული სპექტრის ერთსულოვნება, მაგრამ ყველა ცდილობს ცალ-ცალკე იმოქმედოს. ეს არის დღევანდელი პოლიტიკის მთავარი პრობლემა, რამაც შესაძლოა საარჩევნო კრიზისამდე მიგვიყვანოს. როდესაც სიბნელეს ებრძვი, თუ შენ გადაამლაშე ამით, სიბნელეს კი არ ასუსტებ, პირიქით აძლიერებ. ამ მხრივ, ეს საყოველთაო ისტერიკა ცოტა გადაჭარბებული მგონია, რადგან ბედუკაძე იმდენი არ ღირს ამ ქვეყანაში, რაც მასზე პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ილაპარაკა. საბოლოო ჯამში, ეს უფრო რეკლამა გამოვიდა ბედუკაძის და ”ცენტრისტების” ვიდრე ზიანის მიყენება.
ფაქტია, ბედუკაძეს პოლიტიკური ქულები მოემატა, მინიმუმი რაოდენობით მაგრამ მაინც,” - განაცხადა გია ხუხაშვილმა.