„რესპუბლიკური პარტია“ „ცენტრისტების“ წინააღმდეგ მომზადებულ საკონსტიტუციო სარჩელს ასაჯაროებს

„რესპუბლიკური პარტია“ „ცენტრისტების“ წინააღმდეგ მომზადებულ საკონსტიტუციო სარჩელს ასაჯაროებს

„რესპუბლიკელებმა“ პარტია“ცენტრისტების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელი უკვე მოამზადეს. სარჩელში, რომელსაც პარტიის პრესსამსახური ასაჯაროებს, „რესპუბლიკელები“ საკონსტიტუციო სასამართლოს „ცენტრისტების“ პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნით მიმართავენ.

„რესპუბლიკური პარტია“ მიიჩნევს, რომ „ცენტრისტების“ ლიდერების მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები და მოწოდებები პოლიტიკური გაერთიანების მიზნების ანტიკონსტიტუციურობას ადასტურებს.

„რესპუბლიკელები“ საკონსტიტუციო სარჩელზე ხელმოწერას სხვა პოლიტიკურ ძალებსაც სთავაზობენ, თუმცა, ამავე დროს, როგორც პარტიაში განმარტავენ, მხარს დაუჭერენ ამავე საკითხზე სხვა პოლიტიკური ძალის საკონსტიტუციო სარჩელს და მზადყოფნას გამოთქვამენ, პოზიციების გასამყარებლად მას საკუთარი სარჩელიც გადასცენ.

როგორც ცნობილია, „ცენტრისტების“, როგორც პოლიტიკური პარტიის გაუქმების მოთხოვნით ცალკე „ქართული ოცნება“ და ცალკე „ნაციონალური მოძრაობაც“ გამოდის. ისინი საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელების წარდგენას ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გეგმავენ.