სამგორის რაიონში საცხოვრებელი კორპუსების ლიფტების შეკეთების სამუშაოები დასრულდა. თანადაფინანსებული პროექტების პროგრამის ფარგლებში, სამგორის რაიონში, 41 მისამართზე ლიფტის
შეკეთების სამუშაოები დასრულდა.
პროგრამის ფარგლებში ლიფტებში გამოიცვალა: უსაფრთხოების მუხრუჭები, ლიფტის კაბინები, დამონტაჟდა ახალი სარკეები, ლიფტის კარი, მოეწყო ლამინირებული კედლები, ჭერის სანათი მოწყობილობა, კედლები, ღილაკების გაყვანილობა.
პროექტის ღირებულება 298 233 ლარია.
“ვაგრძელებთ ინფრასტრუქტურულ პროექტებს სამგორის რაიონში. 41 მისამართზე დასრულდა საცხოვრებელი კორპუსების ლიფტების შეკეთების სამუშაოები. მიმდინარეობს ყველა იმ პრობლემის გადაწყვეტა, რომელიც მოსახლეობას წლების განმავლობაში აწუხებდა,“- განაცხადა სამგორის რაიონის გამგებელმა გიორგი ბაგრატიონმა.