კანდელაკის N8ბ კორპუსში სართულშუა ნაპრალების ამოვსება დასრულდა

კანდელაკის N8ბ კორპუსში სართულშუა ნაპრალების ამოვსება დასრულდა

საბურთალოს რაიონის გამგეობის თანადაფინანსებული პროექტების განყოფილებამ კანდელაკის N8ბ კორპუსში სართულშუა ნაპრალების ამოვსების პროექტი დააფინანსა. კორპუსი ორსადარბაზოიანია და ნაპრალების რეაბილიტაცია სრულად განხორციელდა, რისთვისაც გამგეობამ 35,429 ლარი გამოყო.

დასრულებული სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილეებმა გაიოზ ვასაძემ, ლუკა კანკავამ და თანადაფინანსებული პროექტების განყოფილების უფროსმა ვლადიმერ კაპანაძემ დაათვალიერა.

„პროექტის დაფინანსების მოთხოვნით, კანდელაკის N8კორპუსის ამხანაგობამ გამგეობას რამდენიმე თვის წინ მიმართა. ადგილობრივები წუხდნენ, რომ  სართულებს შორის არსებული ნაპრალების გამო, ნალექიანი ამინდისას, ბინებში წყალი შედიოდა, რაც დროთა განმავლობაში შენობის მდგრადობას მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებდა. ნაპრალების დროული რეაბილიტაცია კი კორპუსს, ავარიულობისაგან დაიცავს,“ - განმარტავს გამგებლის მოადგილე გაიოზ ვასაძე.