თურქეთში აფეთქების შედეგად ორი პოლიციელი და ერთი სამოქალაქო პირი დაიღუპა

თურქეთში აფეთქების შედეგად ორი პოლიციელი და ერთი სამოქალაქო პირი დაიღუპა

თურქეთში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, შემთხვევა პროვინცია დიარბაკირში მოხდა, სადაც დანაღმული ავტომობილი პოლიციის განყოფილებასთან აფეთქდა.

დაღუპულთა შორის ორი პოლიციელი და ერთი სამოქალაქო პირია, ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულთა შესახებ.

ადგილობრივი ხელისუფლება მიიჩნევს, რომ აფეთქება თურქეთში აკრძალული „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ მიერ იყო ორგანიზებული.

აფეთქების შემდეგ რეგიონში ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო.