სამტრედიის რაიონულ პროკურატურაში დემურ სტურუას მშობლების დაკითხვა მიმდინარეობს

სამტრედიის რაიონულ პროკურატურაში დემურ სტურუას მშობლების დაკითხვა მიმდინარეობს

სოფელ დაფნარში გარდაცვლილი 22 წლის დემურ სტურუას მშობლებს სამტრედიის რაიონულ პროკურატურაში კითხავენ. როგორც ოჯახის წევრებმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, გამოძიება გარდაცვლილის წერილით დაინტერესდა, სადაც დემურ სტურუა პოლიციელის მხრიდან ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს. ოჯახის წევრების თქმით, ისინი პოლიციელის სრული სიმკაცრით დასჯას ითხოვენ.
7 აგვისტოს დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მან წერილი დატოვა, რომელშიც პოლიციელის მხრიდან ზეწოლის ფაქტზე საუბრობს.