ლალი მოროშკინა - დარბაისელის არაკვალიფიციურობის გამო მერაბიშვილის საკითხზე კითხვის ნიშნები კვლავ არსებობს

ლალი მოროშკინა - დარბაისელის არაკვალიფიციურობის გამო მერაბიშვილის საკითხზე კითხვის ნიშნები კვლავ არსებობს

მთავარ პროკურატურაში პოლიტიკური მოძრაობა ”თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის” წევრ ლალი მოროშკინას დაკითხვა დასრულდა. როგორც დაკითხვიდან გამოსულმა მოროშკინამ აღნიშნა, კითხვები ძირითადად ვანო მერაბიშვილის ორი წლის წინანდელ განცხადებას ეხებოდა, რომლის თანახმადაც ის საკნიდან მაშინდელი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დავალებით გაიყვანეს.

როგორც მოროშკინამ აღნიშნა, მაშინდელი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, დიმიტრი დარბაისელის არაკვალიფიციური ქმედების გამო, დღეს აღნიშნულ საკითხზე კითხვის ნიშნები კვლავ არსებობს.

”არაკვალიფიციურად მოიქცა დარბაისელი, რომელსაც შეეძლო პრესკონფერენცია მოეწვია, წაეყვანეთ ჟურნალისტები ციხის სისტემაში, ეჩვენებინა ადგილზე თუ როგორ ხდება ჩაწერა, აბსოლუტურად ყველა მონაკვეთის გაკონტროლება, კამერები და შესაბამისად როგორ იშლება კამერის ჩანაწერები 24 საათის განმავლობაში. იმიტომ, რომ არ მოხდა ამ ყველაფერის კარგად ახსნა და იმიტომ, რომ ეს გამოიყენა მანიპულატორმა ვანო მერაბიშვილმა, ცხადია, დღეს შეკითხვები არის. თუმცა მე დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ დამტკიცდება რომ გაყვანას ადგილი არ ექნებოდა”, - განაცხადა მოროშკინამ.