თელავის ტყეში უცხოელი ტურისტის ცხედარი იპოვეს

თელავის ტყეში უცხოელი ტურისტის ცხედარი იპოვეს

სოფელ ფშაველის მიმდებარე ტერიტორიაზე უცხოელი ტურისტის ცხედარი იპოვეს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ტურისტს, რომლის ვინაობაც უცნობია, ე.წ. სვიანაზე კარავი ჰქონდა გაშლილი.

წუხელ, დაახლოებით 22:00 საათისთვის კი, ტურისტი საკუთარ კარავში გარდაცვლილი იპოვეს. მოსახლეობის ინფორმაციით, მეორე დღეა ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.