სტამბულის პოლიციის მიერ ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად, ძებნაში მყოფი 111 ადამიანი დააკავეს. სპეცოპერაციაში ხუთი ათასზე მეტი პოლიციელი მონაწილეობდა. სპეცოპერაციის ფარგლებში, 26 ათას მოქალაქეს შეუმოწმეს დოკუმენტები, ასევე 6 ათასი ავტომანქანა იქნა შემოწმებული. სპეცოპერაციის შედეგად, სტამბულის პოლიციამ, 23 ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე 92 გრამი ნარკოტიკული საშუალება და 2760 კოლოფი კონტრაბანდული სიგარეტი ამოიღო