გლდანის რაიონში თანადაფინანსებული პროექტების პროგრამის ფარგლებში სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

გლდანის რაიონში თანადაფინანსებული პროექტების პროგრამის ფარგლებში სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გლდანის რაიონში 9 მისამართზე 10 სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაო მიმდინარეობს:

2 ობიექტზე იცვლება წყალ-კანალიზაციის სისტემა;

4 ობიექტზე მიმდინარეობს  სახურავის მოწყობა;

2 ობიექტზე მონტაჟდება წყალსაწრეტი მილები;

2 ობიექტზე მიმდინარეობს სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია.

გარდა ამისა, სულ ახლახანს დასრულდა სამუშაოები 7 მისამართზე, რომლის ფარგლებშიც:

1 ობიექტზე მოეწყო სახურავი;

3 ობიექტზე მოხდა წყალ-კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაცია;

1 ობიექტზე მოეწყო კიბე;

2 ობიექტზე დამონტაჟდა წყალსაწრეტი მილები.

უახლოს დღეებში სამუშაოები დაიწყება 10 მისამართზე:

7 ობიექტზე მოხდება სახურავის რეაბილიტაცია;

2 ობიექტზე შეკეთდება სადარბაზოს კარები;

1 ობიექტზე მოეწყობა წყალსაწრეტი მილები.

აღნიშნული სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობას, დაახლოებით, 170 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი.

გლდანის რაიონის გამგეობა ყოველდღიურ რეჟიმში აქტიურად განაგრძობს პროექტების განხორციელებას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში.