დავით უსუფაშვილი გედევან ფოფხაძეზე - მე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის ერთ-ერთ კანდიდატად გედი ფოფხაძეს მოვიაზრებდი, ე.ი. ვეღარ წარვადგენ

დავით უსუფაშვილი გედევან ფოფხაძეზე - მე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის ერთ-ერთ კანდიდატად გედი ფოფხაძეს მოვიაზრებდი, ე.ი. ვეღარ წარვადგენ

საკონსტიტუციო სასამართლოში შექმნილი ვითარება გვაკისრებს პასუხისმგებლობას, რომ ვისაც უფლება გვაქვს, წარვადგინოთ ჩვენი კანდიდატურები, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა. უსუფაშვილი კანდიდატურას პარლამენტს 1 სექტემბრამდე წარუდგენს.

”პარლამენტის შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს მთლიანად პარლამენტი. მე ამ უფლებით აუცილებლად ვისარგებლებ და 1-ელ სექტემბრამდე პარლამენტს წარვუდგენ ღირსეულ კანდიდატურას იმისთვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში გვყავდეს პრინციპული, კვალიფიციური და სათანადო უნარ-ჩვევების მქონე ხალხი”, - განაცხადა უსუფაშვილმა. 

რაც შეეხება უმრავლესობის წევრის, გედევან ფოფხაძის განცხადებას, რომ უმრავლესობა მის კანდიდატს მხარს არ დაუჭერს, უსუფაშვილმა ხუმრობით უპასუხა, რომ ფოფხაძის კანდიდატურის წარდგენას თავად აპირებდა.

”ფოფხაძე ამბობს, რომ არ დაუჭერს მხარს ჩემგან წარდგენილ კანდიდატურას? ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან მე ერთ-ერთ კანდიდატურად გედი ფოფხაძეს მოვიაზრებდი. ე.ი. ვეღარ წარვადგენ”, - განაცხადა უსუფაშვილმა.