ფეთჰულა გიულენი - თუ ჩემ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების 1/10-ს მაინც დაამტკიცებენ, მზად ვარ თურქეთში დაბრუნდე და უმკაცრესი სასჯელი მოვიხადო

ფეთჰულა გიულენი - თუ ჩემ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების 1/10-ს მაინც დაამტკიცებენ, მზად ვარ თურქეთში დაბრუნდე და უმკაცრესი სასჯელი მოვიხადო

აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი მქადაგებლის, ფეთჰულა გიულენის განცხადებით, ის მზად არის თურქეთში ჩავიდეს, თუ ანკარა დაამტკიცებს მის მონაწილეობას სამხედრო გდატრიალების მცდელობაში.

როგორც „ბიბისი“ იტყობინება, ამის შესახებ გიულენი ფრანგულ გამოცემა Le Monde-ში გამოქვეყნებულ მასალაში წერს.

„თუ ჩემ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების 1/10-ს მაინც დაამტკიცებენ, პირობას ვდებ დაბრუნდე თურქეთში და უმკაცრესი სასჯელი მოვიხადო“, - წერს გიულენი.

თურქეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ აშშ-ში მცხოვრები გიულენი ივლისში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზეტორია და ამერიკული მხარისგან მის გადაცემას ითხოვს.