დავით უსუფაშვილი - ზუსტად ვიცი, რომ ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური ცხოვრებიდან წასვლა უნდა

დავით უსუფაშვილი - ზუსტად ვიცი, რომ ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური ცხოვრებიდან წასვლა უნდა

არამგონია, ვინმესთვის საიდუმლო იყოს, რომ დიდი ხანია, ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური ცხოვრებიდან წასვლა უნდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, მის მიერ ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში გაკეთებული განაცხადება, რომ ბიძინა ივანიშვილის გარეშე “ქართული ოცნება“ ფაქტობრივად ვეღარც იარსებებს, ხომ არ არის ქვეყანაში არაფორმალური მმართველობის არსებობის აღიარება.

“არ მგონია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე ახალი ვთქვი და ვინმესთვის სიახლე იყო ის, რომ ბიძინა ივანიშვილი თავისსავე შექმნილ პარტიას ამ არჩევნებზე უცხადებს მხარდაჭერას ყველა შესაძლო გზითა და საშუალებით. მან ისიც განაცხადა, დიდი ხანია ნათქვამი აქვს, რომ უნდა პოლიტიკური ცხოვრებიდან წასვლა. მე ეს ზუსტად ვიცი, ნამდვილად ვიცი, ამიტომ არა მგონია, ეს იყოს საიდუმლო რომელიმე ამომრჩევლისთვის, “ქართული ოცნების“ წევრისთვის ან ოპონენტისთვის. მე ახალი არაფერი მითქვამს, მე უბრალოდ ვამბობ იმას, რაც ფაქტია, რეალობაა და არჩევნებში გადაწყვეტილების მიღებისას ჩვენ ყველანი რეალობიდან უნდა ამოვიდეთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.