ირაკლი ოქრუაშვილი კენჭს ქალაქ გორში იყრის

ირაკლი ოქრუაშვილი კენჭს ქალაქ გორში იყრის

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ქალაქ გორში იყრის კენჭს. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ოქრუაშვილი საინიციატივო ჯგუფმა, რამდენიმე წუთის წინ, გორში გამართულ პრესკონფერენციაზე წარადგინა. 

როგორც ცნობილია, ქალაქ გორში აპირებს კენჭისყრას „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანიაც.