სამტრედიაში გარდაცვლილი 22 წლის დემურ სტურუას დედა შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანაში სამართალდამცველს ადანაშაულებს.
როგორც ნანა სტურუამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სამართალდამცველი გოდერძი თევზაძე მის შვილს სისტემატურად სცემდა, რასაც დემურ სტურუამ ვერ გაუძლო და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
„სიკვდილამდე წერილი დატოვა, რომელშიც ნათქვამია, რომ ის სამართალდამცველის ზეწოლას ვერ უძლებდა, რის გამოც აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ეს სამართალდამცველი ჩემს შვილს სისტემატურად სცემდა,“ - განაცხადა გარდაცვლილის დედა ნანა სტურუამ ჟურნაისტებთან საუბრისას.
სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაფნარში ახალგაზრდა მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით რამდენიმე დღის წინ დაასრულა. 22 წლის დემურ სტურუამ გარდაცვალებამდე წერილიც დატოვა, სადაც ის სავარაუდოდ პოლიციელ გოდერძი თევზაძეს ფიზიკურ ანგარიშსწორებასა და ზეწოლაში ადანაშაულებს.