საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე წევრი ”ქართულმა ოცნებამ” შესაძლოა თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში წარადგინოს.
”ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, თბილისის მაჟორიტარ კანდიდატებს შორის არიან დეპუტატები: გია ვოლსკი, გია ჟორჟოლიანი, გიორგი კახიანი. ასევე თბილისის ერთ-ერთ ოლქში ”ქართული ოცნება” ”კონსერვატორების” ლიდერის, ზვიად ძიძიგურის წარდგენას გეგმავს.
”ქართული ოცნება” დედაქალაქში მაჟორიტარობის კანდიდატების დასახელებას უახლოეს დღეებში აპირებს.