სამშენებლო კომპანია "ტობეს" მფლობელის შვილის ავტომანქანას ექსპერტიზა უტარდება.
სამართალდამცავები და ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მანქანაში შესაძლოა, ასაფეთქებელი ნივთიერება იყოს დამონტაჟებული.
"ტობეს" მფლობელი განმარტავს, რომ მისმა შვილმა მანქანა ვულკანიზაციაში წაიყვანა, სადაც უთხრეს, რომ მანქანაში საეჭვო ნივთიერება შენიშნეს და მანქანისათვის ექსპერტიზის ჩატარება ურჩიეს.
შემთხვევის ადგილზე, კომპანია "ტობეს" ტერიტორიაზე სამართალდამცველები და ექსპერტები მუშაობენ.