საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ამომრჩევლის გაააქტიურების მიზნით, წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერთო.
პრეზიდნეტი იმ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებიც აღნიშნულ კამპანიაში არიან ჩართულები და იმედი გამოთქვა, რომ ახალგაზრდები მოსახლეობას დაარწმუნებენ არჩევნებზე მივიდნენ და საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ.
"ყოველი მოქალაქე ვალდებულია, შექმნას თავისი სახელმწიფო. თქვენ ჩაატარებთ კამპანიას, თუმცა არ სთხოვთ ხმას თქვენი პარტიისთვის. თქვენ ერთადერთს სთხოვთ ადამიანებს, მივიდნენ არჩევნებზე. დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენ ამას შეძლებთ. მნიშვნელოვანია, თქვენ შეძლოთ და დაარწმუნოთ თითოეული მოქალაქე, რომ არჩევნებში მონაწილეობა მათი მოვალეობაა. თუ შენ არ მიდიხარ არჩევნებზე, არ ირჩევ იმ პოლიტიკურ ლიდერებს, ვინც შემდეგ გმართავენ, უარს ამბობ თავისუფლებაზე",- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.