ეჭვის საბაბი ყველას აქვს, რადგან მეთოდები, რომლითაც ხდებოდა ქვეყნის მართვა, ყველასთვის ცნობილია

ეჭვის საბაბი ყველას აქვს, რადგან მეთოდები, რომლითაც ხდებოდა ქვეყნის მართვა, ყველასთვის ცნობილია

ეჭვის საბაბი ყველას აქვს იმიტომ, რომ მეთოდები, რომლითაც ხდებოდა ქვეყნის მართვა, ყველასთვის ცნობილია, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით დეპუტატების - ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძის მიერ დღეს გავრცელებულ მიმართვას.

პრემიერის თქმით, ვინაიდან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, მის დასრულებამდე პოლიტიკურ შეფასებას ვერ გააკეთებს.

„ამ განცხადებას გავეცანი. იქ არის აღწერილი მთელი ეს პროცესი, ის ალიაქოთი, რაც იყო ატეხილი - მინდა ვთქვა, რომ ძალიან სამწუხარო. მე ვარ პარტიის ლიდერი, მაგრამ ამავე დროს ვარ პრემიერ-მინისტრი და ვინაიდან, ჯერჯერობით გამოძიება მიმდინარეობს, პოლიტიკური შეფასებებისგან თავს შევიკავებ. ისე, რა თქმა უნდა, ეჭვის საბაბი ყველას აქვს, იმიტომ რომ მეთოდები, რომლითაც ხდებოდა ქვეყნის მართვა, ყველასთვის ცნობილია“, - განაცხადა პრემიერმა.