მიმაჩნია, რომ ქორწინებასთან დაკავშირებულ რეფერენდუმზე ცალკე ფულის ხარჯვა არ იქნება რეალური, - ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს თემაზე კომენტირებისას განუცხადა.
”როგორც ჯანდაცვის მინისტრი, ვფიქრობ, რომ ქვეყანას ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი აქვს გადასაწყვეტი. ბევრი გამოწვევა აქვს, რაზეც უნდა იმუშაოს. მე არ ვფიქრობ, რომ ეს პირველი ათეულის პრიორიტეტი იქნება. პირადად ჩემთვის ეს თავისთავად ცხადი მოცემულობაა. მიმაჩნია, რომ ამ რეფერენდუმზე ცალკე ფულის ხარჯვა არ იქნება რეალური, თუმცა პარლამენტი არის ორგანო, რომელშიც იქნება მსჯელობა მთელ რიგ, მათ შორის ამ საკითხზეც”, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
ქორწინების საკითხზე რეფერენდუმი არ ჩატარდება. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა.