"რუსთავი 2"-ის ადვოკატები საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწოდებენ, ტელეკომპანიასთან დაკავშირებულ სარჩელებზე გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოაცხადოს.
ადვოკატები საგანგებო ბრიფინგს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან მართავენ. მათი მტკიცებით, "რუსთავი 2"-ის გარშემო საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი 7 სარჩელიდან ორზე უკვე დასრულებულია განხილვა და გადაწყვეტილების გამოცხადება ჭიანურდება.