ნებისმიერი საკითხი სამართალწარმოებაში პოლიტიკური ზეწოლისგან თავისუფალი უნდა იყოს , - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩმა, იან კელიმ ეკაბესელიასადაგედევანფოფხაძისმიერგავრცელებულმიმართვაზეკომენტირებისასგანუცხადა.
როგორც ელჩმა აღნიშნა, მას ეს მიმართვა ჯერ არ უნახავს.
”ახლა გავიგე თქვენგან, თუმცა გეტყვით, რომ აშშ ეხმარება საქართველოს, კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ამისათვის აუცილებელია დემოკრატია. კიდევ ვიტყვი, რომ თავისუფალი სასამართლო და სამართალწარმოება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ნებისმიერი საკითხი წარმოებაში უნდა წყდებოდეს სამართლებრივად და პოლიტიკური ზეწოლისგან თავისუფალი უნდა იყოს”, -განაცხადა ელჩმა.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და მისი მოადგილე გედევან ფოფხაძე ქართულ საზოგადოებას და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს მიმართავენ.
როგორც მიმართვაშია ნათქვამი, მათი განცხადების მიზანია ქართულ საზოგადოებას და საერთაშორისო თანამეგობრობას კიდევ ერთხელ აჩვენონ ”ნაციონალური მოძრაობის” სახე, ამჯერად მის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკურ იარაღად გამოყენების მცდელობის მაგალითზე”. მიმართვაში დეტალურადაა საუბარი იმ ბრალდებებზე, რასაც ბოლო პერიოდში ”ქართული ოცნება” საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის და სასამართლოს წინააღმდეგ ავრცელებს.