მამუკა არეშიძე: არა მგონია სააკაშვილმა საარჩევნოდ საქართველოში დაბრუნება გაბედოს

მამუკა არეშიძე: არა მგონია სააკაშვილმა საარჩევნოდ საქართველოში დაბრუნება გაბედოს

პოლიტიკური ექსპერტი მამუკა არეშიძე PrimeTimeNews-ის პრესკლუბში მიხეილ სააკაშვილის დღეს გავრცელებულ ვიდეო მიმართვასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, სააკაშვილი თუ დაინახავს რომ მის სასარგებლოდ მიდის არჩევნებზე საქმე, მაგ შემთხვევაში დაბრუნდება, თუმცა ამის შანსი ნაკლებად არის.

მამუკა არეშიძე: „ბუნებრივია, არჩევნები ახლოვდება და ეს ვიდეო მიმართვაც სწორედ ამიტომ გავრცელდა. მისი ვიდეო მიმართვა მესმის, როგორც „ნაცმოძროაბის“ ლიდერის, მაგრამ არანაირად არ მესმის, როგორც უკრაინის მოქალაქის. თვითონ ამბობს ხოლმე, რომ კანონი უზენაესია, თუმცა ამ შემთხვევაში თავადვე არღვევს კანონს. სააკაშვილი თუ დაინახავს, რომ არჩევნებზე საქმე მის სასარგებლოდ მიდის, ჩამოვა. თუმცა რაღაც არა მგონია, რომ ეს ასე მოხდეს და ეს სააკაშვილმაც კარგად იცის“.