ამერიკელი სენატორი ვისკონსინის შტატიდან რონ ჯონსონი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან მერვე წლისთავთან დაკავშირებით ”თვითერზე” საქართველოს მხარდამჭერ პოსტს ავრცელებს.
მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები რუსული აგრესიის პირისპირ მყოფ საქართველოს მხარს უჭერს.
”რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის მე-8 წლისთავსა და ყოველ სხვა დღეს ამერიკის შეერთებული შტატები რუსული აგრესიის პირისპირ მყოფ საქართველოს უჭერს მხარს”, - წერს სენატორი რონ ჯონსონი ”ტვიტერზე”.