ივლისში, ყველაზე მეტი შემოწირულობა

ივლისში, ყველაზე მეტი შემოწირულობა "ქართულმა ოცნებამ" და პაატა ბურჭულაძის პარტიამ მიიღო

სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2016 წლის პირველი ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, პოლიტიკური პარტიების შემოწირულობების სიას აქვეყნებს.

ერთი თვის განმავლობაში ყველაზე დიდი შემოწირულობა "ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ" 2 124 570 ლარის ოდენობით მიიღო.

მეორე ადგილს პაატა ბურჭულაძის პარტია იკავებს 621 527 ლარით.

"თავისუფალმა დემოკრატებმა" 195 800 ლარის დაფინანსება მიიღეს, ხოლო პოლიტიკური გაერთიანება "სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველომ" 208 400 ლარის.

ახალი პოლიტიკური ცენტრი "გირჩი" 103 994 ლარით დაფინანსდა, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობა" 9 590 ლარით.

აუდიტის სამსახურის მიერ პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ჯამში პარტიების შემოწირულობებმა ერთი თვის განმავლობაში 3 486 1191 43 ლარი შეადგინა.