ჩეხეთის მილიარდერი ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრი, ანდრე ბაბისი ევროკავშირს აფრთხილებს, რომ არ მიიღებს “არც ერთ მიგრანტს, დროებითაც კი”.
“ცალსახად ვამბობ, რომ მას შემდეგ რაც ხდება ევროპაში, ჩვენ არ მივიღებთ არც ერთ მიგრანტს, დროებითაც კი და თუ ევროკომისია ამის გამო სანქციებს გამოიყენებს, ჩვენ მას ვუჩივლებთ”, განაცხადა ბაბისმა.
როგორც euroline.ge წერს, ვიცე-პრემიერის განცხადება მოჰყვა საბერძნეთის პოზიციას, რომ საჭიროა “გეგმა ბ” იმ შემთხვევისთვის, თუ თურქეთი საემიგრაციო შეთანხმებას დაარღვევს.
პორტალის განმარტებით, ევროკომისია აპირებს ლტოლვილთა კვოტების სისტემის ამოქმედებას, რომლის მიხედვით, ყველა ქვეყანა ვალდებულია მიიღოს მიგრანტები, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, თითოეულ მიგრანტზე, რომელსაც საკუთარ ტერიტორიაზე არ შეუშვებს, 250 000 ევროთი დაჯარიმდება.
“ეს უაზრობა და აბსურდია. თუ ეს მოხდება, ჩვენ ევროკომისიის წინააღმდეგ სარჩელს შევიტანთ“, - განაცხადა ბაბისმა.