ფრანსუა ოლანდი:   ტრამპი გულისრევის შეგრძნებას იწვევს

ფრანსუა ოლანდი: ტრამპი გულისრევის შეგრძნებას იწვევს

საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის აზრით, აშშ-ის „რესპუბლიკელი“ კანდიდატის, დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტება მსოფლიოში „ულტრამემარჯვენე“ მოძრაობების გაძლიერებას გამოიწვევს. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოურ მედიაზე დაყრდნობით euroline.ge ავრცელებს.

“ამას საფრანგეთისთვისაც ექნება შედეგები 2017 წლის არჩევნებში, რადგან ამერიკული არჩევნები მსოფლიო არჩევნებია”, - განაცხადა ოლანდმა.

მისივე შეფასებით, ტრამპის განცხადებები “გულისრევის შეგრძნებას იწვევს ამერიკაშიც კი, განსაკუთრებით, მაშინ როდესაც ის გარდაცვლილ მუსლიმ სამხედროზე საუბრობს”.