ბათუმში, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან, სადაც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფიტული დაწვეს, სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მოქალაქე „ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის“ 166-ე მუხლითაა დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
დაკავებული პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. ის მოძრაობა „ჩვენი სამშობლოს“ წევრია.