ლონდონის მერი მოსახლეობას სიფხიზლისკენ მოუწოდებს

ლონდონის მერი მოსახლეობას სიფხიზლისკენ მოუწოდებს

ლონდონის მერი სადიქ ხანი დედაქალაქის მცხოვრებლებს სიფხიზლისკენ მოუწოდებს. სადიქ ხანის მოწოდებით, საეჭვო სიტუაციის შემთხვევაში მათ სამართალდამცველებს დაუყონებლივ უნდა მიმართონ. 

შესაბამისი განცხადება ლონდონის მერმა მას შემდეგ გააკეთა, რაც დედაქალაქის ცენტრში დანით შეიარაღებულმა პირმა ერთი ადამიანი მოკლა და 5 დაჭრა. 
თავდამსხმელი, 19 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, სამართალდამცველებმა თავდასხმიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. მისი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
პოლიცია ტერორისტულ მოტივებს არ გამორიცხავს, თუმცა ამავდროულად აღნიშნავს, რომ თავდამსხმელს შესაძლოა, ფისიქკური სახის პრობლემები ჰქონდეს.