საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები არასამთავრობოებს შეხვდებიან

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები არასამთავრობოებს შეხვდებიან

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან. როგორც “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტმა გიორგი გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე მოსამართლეების სავარაუდო ზეწოლის ფაქტებსა და პრობლემურ სარჩელებზე იქნება საუბარი.

მოსამართლე ქეთევან ერემაძე ადასტურებს, რომ დღეს პლენუმის საორგანიზაციო შეხვედრა გაიმართება, სადაც პრობლემურ საკითხებს განიხილავენ.

"საორგანიზაციო პლენუმი დაგეგმილია, ჩვენ ვაპირებთ განვიხილოთ ყველა ის საკითხი, რაზეც ბოლო დროს განცხადებები ისმის", - აღნიშნა ქეთევან ერემაძემ.

ქეთევან ერემაძემ პოლიტიკოსების განცხადებებს მოსამართლეების მიმართ აღარ უპასუხა და განაცხადა, რომ "პრინციპულად არასწორია, როცა პოლიტიკოსები მოსამართლეებს უაპელაციოდ თავს ესხმიან ".

მოსამართლე კონსტანტინე ვარძელაშვილის თქმით კი, პოლიტიკოსების განცხადებებზე შესაძლოა, მოგვიანებით წერილობითი განცხადება გავრცელდეს.