ავსტრიის კანცლერი კრისტიან კერნი თურქეთთან ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების შეწყვეტის ინიციატივით გამოვიდა.
ტელეკომპანია ORF-თან საუბარში მან განაცხადა , რომ თურქეთში დემოკრატიული სტანდარტები სათანადოდ არ არის დაცული იმისთვის, რომ ქვეყანა ევროკავშირს შეუერთდეს.
კერნის მოსაზრებით, არანაკლებ მნიშვნელოვანია ეკონომიკური ასპექტიც, რადგან თურქეთი ამ თვალსაზრისით ევროპულ მაჩვენებლებს არ შეესაბამება.
ავსტრიის კანცლერის განცხადებით, თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება „წლების ან ათწლეულების საკითხია“.
კრისტიან კერნი თურქეთთან ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების შეწყვეტის საკითხს 16 სექტემბერს, ევროპული საბჭოს სხდომაზე დააყენებს.