ანტალიაში აფეთქება მოხდა, შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება.
სამართალდამცველების ცნობით, რესპუბლიკის მოედანზე, რომლის სიახლოვესაც თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობდა, ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.