რიო დე ჟანეიროში ოლიმპიური ცეცხლის ჩატანას ადგილობრივი მოსახლეობა მასობრივი აქციებით შეხვდა. როგორც „ბიბისი“ იტყობინება, ასობით ადამიანი ქალაქის ქუჩებში გამოვიდა და გააპროტესტა , რომ ოლიმპიურ თამაშებზე უზარმაზარი თანხები დაიხარჯა.
პოლიციამ აქციის მონაწილეთა დასარბევად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
ოლიმპიური ცეცხლი რიო დე ჟანეიროში გუშინ ჩაიტანეს. თამაშების გახსნის ცერემონია ხვალ გაიმართება.