თურქეთში სამხედრო გადატრიალების ბრალდებით დაკავებულთა რაოდენობამ 26 ათასს მიაღწია

თურქეთში სამხედრო გადატრიალების ბრალდებით დაკავებულთა რაოდენობამ 26 ათასს მიაღწია

თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ დაკავებულ პირთა რაოდენობა 26 ათასს აღწევს. როგორც „ბიბისი“ იტყობინება, თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ეფკან ალამ განაცხადა , რომ დაკავებულია 25 917 ადამიანი, აქედან 13 419 პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
ბევრი მათგანი აშშ-ში მცხოვრებ მუსლიმ მქადაგებელთან, ფეთჰულა გიულენთან კავშირშია ეჭვმიტანილი, რომელსაც ანკარა პუტჩის ორგანიზებაში ადანაშაულებს. 
მანამდე, თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამხედრო გადატრიალების დროს 230 ადამიანზე მეტი დაიღუპა და თითქმის 2 200 დაშავდა.