ლონდონში დანით შეიარაღებული 19 წლის მამაკაცი გამვლელებს თავს დაესხა

ლონდონში დანით შეიარაღებული 19 წლის მამაკაცი გამვლელებს თავს დაესხა

ლონდონში მომხდარი თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაიჭრა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქის ცენტრში მდებარე, რასელის სკვერში მოხდა. 
19 წლის ახალგაზრდა მამაკაცი გამვლელებს დანით დაესხა თავს. სამართალდამცველებმა დამნაშავის დაკავება შეძლეს. 
ლონდონის პოლიცია არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული ინციდენტი ტერორისტული აქტი ყოფილიყო. თუმცა სამართალდამცველებმა ასევე აღნიშნეს, რომ თავდამსხმელს აშკარად გამოხატული ფსიქიკური პრობლემები აქვს.